— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიLGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ორბანის დროს მიღებული კანონი 18 წლამდე პირებისთვის „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ კრძალავდა.

ვიქტორ ორბანის მთავრობა, რომელიც აპრილში ჩატარებულ არჩევნებში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა, ქრისტიანულ-კონსერვატიულ დღის წესრიგს ატარებდა. 2021 წელს მისმა ხელისუფლებამ აკრძალა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომ მედიაკონტენტში „ჰომოსექსუალობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია“, ასევე გენდერის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ორბანის განცხადებით, ანტიLGBTQ+ კანონების მიზანი ბავშვების დაცვა იყო, თუმცა შეზღუდვებს მკაცრად აკრიტიკებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროკავშირი.

უნგრეთის იუსტიციის ახალმა მინისტრმა მარტა გოროგმა მაისში განაცხადა, რომ ქვეყანას LGBTQ+ თემატიკის შემცველი კონტენტის ხელმისაწვდომობის შემზღუდველი კანონმდებლობის გადახედვა მოუწევდა. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ აპრილში დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და ხელს უწყობდა გეი და ტრანსგენდერი ადამიანების სტიგმატიზაციასა და მარგინალიზაციას.

პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი, რომელმაც აპრილის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამომრჩევლებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. უნგრეთის ევროკავშირის პოლიტიკურ მეინსტრიმში დაბრუნება ასევე გულისხმობს დემოკრატიულ სტანდარტებთან და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებას.