თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

რუმინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილონ

რუმინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილონ

რუმინეთი მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ევგენ ტომაკმა ინტერვიუში განაცხადა.

ტომაკმა აღნიშნა, რომ რუმინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა მზადყოფნა, განიხილოს მოლდოვასთან გაერთიანება 2018 წლის 27 მარტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის რუმინეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია და ის არ შეცვლილა.

„რუმინეთი მზადაა ნებისმიერ დროს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და სერიოზულად განიხილოს ეს სცენარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ამას ვარიანტად მიიჩნევს. მათი უფლებაა, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისივე თქმით, რუმინეთისა და მოლდოვის საერთო მიზანია, ყველა საჭირო საშუალებით მხარი დაუჭირონ მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. სანდუს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი თუ ჩატარდება, ის მხარს დაუჭერს ამას, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ