თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?! იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება
პოლიტიკა

რუსთაველის თეატრის რექტორი გიორგი შალუტაშვილი: არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტები მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ სხვებს აზიანებდნენ. რეალობა ის იყო, რომ 25 აქტივისტი 700 სტუდენტს აბულინგებდა

რუსთაველის თეატრის რექტორი გიორგი შალუტაშვილი: არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტები მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ…

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მანვე გაიხსენა მანამდე არსებული კრიზისული სიტუაციები, თუ როგორ ცდილობდნენ მცირე ჯგუფები მასაზე ზემოქმედებას.  

„კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, თეატრს აქვს ძალზე ხმამაღლა სათქმელი, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე და ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია, ის ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოუნახა სწორედ იმ წლების მანძილზე და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა და ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და  დიმიტრი ყიფიანი, ორივე მოწამებრივად მოკლული. ამიტომ, რასაკვირველია ამ ტრადიციის შენარჩუნება ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია.

თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან, რთულად აისახა, ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბევრი რამ გასაგები გამხდარიყო ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები არიან ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი ნაწილი, იოლად ასაგდები და ცნობილია ესეც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო, ამბობენ  იმიტომ, რომ ძალზედ ადვილია დააჯერო ახალგაზრდა, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ეს ემოციებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს. ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიდის სრულიად შეუფერხებლად. თითქმის 100 %-იანი დასწრება არის. ადამიანურად გიზიარებთ, რომ ძალიან აქტიურები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ, რომ რეალურად იყვნენ ინსინუაციების მსხვერპლები და არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს, რომ 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად აბულინგებდა 600-700 სტუდენტს. ეს ჩანდა, თუმცა დიდი ძალისხმევის ხარჯზე დამშვიდდა. პრობლემა იმაში იყო, რომ ამ ტურბულენტობაში კონკრეტული ძალები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ არ დაიწყოთ დიალოგი რექტორთან, არ დაიწყოთ დიალოგი პედაგოგებთან და ისევ ეს თაობა დაზარალდა“- განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

6 სთ წინ1 წთ
ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის… პოლიტიკა

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

6 სთ წინ3 წთ
სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა პოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა

7 სთ წინ2 წთ