რუსთავში, ქალაქის განვითარებისთვის კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე, 5000 კვ/მ ფართობზე, ტროტუარები, ველობილიკები და გარე განათების ახალი ქსელი ეწყობა. გათვალისწინებულია მიმდებარედ არსებული შიდა საუბნო სკვერის, საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია და დასასვენებელი სივრცის მოწყობაც.
სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარამდეა და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


