რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – “მართე შენი ქალაქის” ახალი ეტაპი დაიწყო

რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – “მართე შენი ქალაქის” ახალი ეტაპი დაიწყო. რუსთავის მერის ეს ინიციატივა უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას, შემდგომში კი, მათ დასაქმებას ისახავს მიზნად.

“მართე შენი ქალაქის” მონაწილე ახალგაზრდები, სტაჟირების პროცესში, მერიის ყველა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან. ამ ახალგაზრდული პოლიტიკის მეშვეობით, მუნიციპალურ სამსახურებში უკვე დასაქმდა პროგრამის მონაწილე 50-ზე მეტი ახალგაზრდაა.

უახლესი

მსგავსი სტატიები