თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს
პოლიტიკა

სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება – “როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები”

სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება – “როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ…

მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ეპიზოდი გაახსენა.

,,ამათი [ციხის] თანამშრომელი მეუბნება, რომ უნდა მოგიჭიროთ ბორკილი მაქსიმალურად. მე ვეუბნები, რომ კი მაგრამ, რატომ, რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე ხომ მიშა ვარ?! ჰოდა, მიშა რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგიჭირო. იცით ვინ გამახსენდა? აბა გაიხსენეთ – ბერბიჭაშვილი. ილია ვარ, არ მესროლოო და ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოო,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.