— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

საარქივო ფილმების ფესტივალი ოთარ იოსელიანის „აპრილით“ გაიხსნა

საარქივო ფილმების ფესტივალი ოთარ იოსელიანის „აპრილით“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში საარქივო ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე დღეს მაყურებელმა რეჟისორ ოთარ იოსელიანის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „აპრილი“ იხილა.

საარქივო ფილმების წლევანდელი ფესტივალის თემაა „საავტორო კინო“. ამ აქცენტით არის შერჩეული 11 ქვეყნის კინოპროგრამა, რომელიც ეროვნული არქივის კინოთეატრში ოთხი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ანიმაციურ, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს წარუდგენენ: საქართველოს, ბულგარეთის, ესტონეთის, მოლდოვის, პორტუგალიის, გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, ხორვატიის, მალტისა და ბელგიის კინოსაარქივო ორგანიზაციები.

ღონისძიება ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გახსნა. საკუთარი საფესტივალო პროგრამების შესახებ ისაუბრეს პოლონეთის ეროვნული კინოარქივის წარმომადგენელმა მიხაი მროზმა, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელმა რაქელ მორაისმა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსმა მანანა სურაძემ.

კინოფესტივალი 24 ოქტომბერს ელდარ შენგელაიას ფილმით „მიქელა“ დაიხურება, რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია, ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.