თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს
პოლიტიკა

საბა ბუაძე: ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში დაავადებული ძაღლების ხროვა არ დადის

საბა ბუაძე: ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში დაავადებული ძაღლების ხროვა არ…

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ საუბრობს, რომ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო.

აქვე, ბუაძე განმარტავს, რომ ეს ცხოველები კი არ უნდა გაწყვიტონ, არამედ იმას გულისხმობს, რომ პოპულაციის მართვა არის საჭირო და ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ იყვნენ.

„ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში და ყველა ფეხის ნაბიჯზე ძაღლების აი ესეთი უზარმაზარი, მიუსაფარი, დაავადებული ძაღლების ხროვები არ დადის, რომ შეხედავ გული რომ მოგიკვდება..მე ახლა გამოვედი… მე საკამათოდ არ ვამბობ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცხოველები უნდა გავწყვიტოთ. ჩვენ პოპულაციის მართვა გვჭირდება და გვჭირდება ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ გვყავდეს და ყველა ფეხის ნაბიჯზე არ ვუყურებდეთ ამ კატასტროფას, იმიტომ რომ მე და თქვენ გული შეგვტკივა ამ ცხოველებზე და ბევრად უფრო მეტი არის ისეთი ადამიანი, ვისაც ეშინია უბრალოდ. ვისაც ჰყავს თავისი შინაური ბინადარი ცხოველი და ვერ ასეირნებს იმიტომ, რომ შეიძლება დაგლიჯოს ქუჩის ძაღლმა. უბრალოდ ადამიანი ქუჩაში ვერ გადაადგილდება იმიტომ, რომ ღამე ეშინია, რომ აი ეს ქუჩის ცხოველები ყეფენ, შეიძლება ვიღაცას დაკბენის ფაქტი იყოს და უამრავი პრობლემა არის“- განაცხადა ბუაძემ.