თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს
პოლიტიკა

სადღობელაშვილი ახალაიას სასამართლო პროცესზე: დაკავებამდე რომ გეკითხათ, არაფერ შუაში იყო! ჰგაავს ეს სიტყვა არაფერ შუაში მყოფ ადამიანის სიტყვას? ამ მოკლე ტექსტშიც კი ადვილად იკითხება მუქარა, ღვარძლი, რევანშიზმი, ძალადობისკენ მიდრეკილება, ბოროტების კეთების და შიშის დათესვის ულევი სურვილი!

სადღობელაშვილი ახალაიას სასამართლო პროცესზე: დაკავებამდე რომ გეკითხათ, არაფერ შუაში იყო! ჰგაავს ეს სიტყვა არაფერ შუაში მყოფ…

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვას ეხმიანება.

სადღობელაშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაიას მიერ წარმოთქმული სიტყვა არაფრით ჰგავს უდანაშაულო ადამიანის სიტყვას, მისივე თქმით ახალაიას ტექსტში იკითხება „მუქარა, ღვარძლი, რევანშიზმი და ძალადობისკენ მიდრეკილება“.

სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაია არის „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და რაც უფრო მეტჯერ დაინახავს მას საზოგადოება და მის საუბარს მოისმენს, მით უფრო დარწმუნდება თუ რაოდენ დიდ ბოროტებასთან ჰქონდა ქვეყანას საქმე.

„ბაჩანა ახალაიას სიტყვა დღევანდელ სასამართლოზე:
“მე პირადად ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური უფლება. ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია. ძალაა გამოსაყენებელი ყველა მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ, ვინც ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს, ცემს და წიხლს ურტყამს. ყველა შენობა გვებრძვის ჩვენ, თქვენ, ყველას. პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყრელია ყველა თვითმარქვია უზურპატორი. ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება.”
დაკავებამდე რომ გეკითხათ არაფერ შუაში იყო! ჰგაავს ეს სიტყვა არაფერ შუაში მყოფ ადამიანის სიტყვას? ამ მოკლე ტექსტშიდაც კი ადვილად იკითხება მუქარა, ღვარძლი, რევანშიზმი, ძალადობისკენ მიდრეკილება, ბოროტების კეთების და შიშის დათესვის ულევი სურვილი!
ამ სიტყვების შემდეგ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ ახალაია დამნაშავეა მის მიმართ წაყენებულ ბრალში? ვინმეს ეჭვი ეპარება რომ თუ კი ეს პირსისხლიანი ცხოველი (რეჟიმის და სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი) ხელისუფლებაში მოტრიალდა იგივეს არ გაიმეორებს რასაც წლები აკეთებდა?!
ნული სინანული, არავითარი შენდობის თხოვნა, მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს ამ სადისტს! ბაჩო ახალაია იყო და არის ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე, რაც უფრო მეტჯერ გამოჭენდება პუბლიკაში, რაც უფრო მეტს ამოიღებს ხმას მით უფრო დარწმუნდება და გაიხსენებს საქართველოს მოქალაქეები თუ რაოდენ ბოროტებასთან გვქონდა საქმე, მით უფრო მადლიერი ვიქნებით ივანიშვილის როგორც ერის და საზოგადოების გადამრჩენელის, მით უფრო მხარს დავუჭერთ პრემიერ კობახიძეს ახალაიას და მისი სულიერი შვილების ციხეში გამომწყვდევაში!
არავითარი ტოლერანტობა კოლექტიურ ახალაიებს! ყველანი ციხეში!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად

9 სთ წინ3 წთ
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

14 სთ წინ1 წთ
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

19 სთ წინ3 წთ