თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ. ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი

სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ…

„გრიგოლ გეგელიას ბოლო განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული სტრატეგიული აქტივების დაცვის ნაცვლად, დღის წესრიგში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კარიბჭის სხვებისთვის განაწილება დგება. (წარმოგიდგენიათ იგივე რომ განაცხადოს აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ნავთობის ჭაბურღულზე?)
პორტის განვითარების ორი სრულიად რადიკალური ვერსია იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს, ვინ ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და ვინ ცდილობს მის დასუსტებას:
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანაკლიის ნავსადგური შენდება „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ერთპიროვნულ მესაკუთრედ. პორტი არის და იქნება ქართული, ხოლო საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში ჩაერთვებიან, რაც მფლობელობასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ეროვნული მიდგომაა…
ხაზარაძეს გოშიების ალტერნატივა შემდეგია: ანაკლიის პორტი გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტი, სადაც შეიქმნება „კავკასიური კონსორციუმი“, ხოლო მართვა სრულად გადაეცემა უცხოურ ოპერატორს. ჩვენი საკუთრება რატომღაც უნდა გადავცეთ სხვა ქვეყანას?!
ეს მიდგომა საეჭვოდ ემთხვევა ამ პოლიტიკური ჯგუფის ძველ ხელწერას. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური თანაგუნდელებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ? ეს სწორედ ის ძალაა, რომლის წარსულ საქმიანობასა და მემკვიდრეობას უკავშირდება ქართული სიმბოლოსა და უნიკალური ეროვნული სიმდიდრის , მინერალური წყალი „ბორჯომის“ სხვა ქვეყნის ხელში აღმოჩენა.
დღეს კი, იგივე ჯგუფის წარმომადგენლები გვთავაზობენ, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ.
რატომ უნდა ვუწილადოთ სხვა ქვეყნებს პროექტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, ჩვენს ეკონომიკურ გაძლიერებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს?
ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი. საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს და შეაფასოს ეს ანტიქართული და მანქურთული ხედვა: ვინ აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ ქართულ პორტს და ვინ ცდილობს მის გასხვისებასა და სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევას!“- წერს სადღობელაშვილი.