თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია
პოლიტიკა

სადღობელაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ, გეოპოლიტიკური ვაჭრობაა  

სადღობელაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ…

წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებასა და „საშინაო დავალების“ შესრულებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ბოლოდროინდელი ღია განცხადებები სრულიად სხვა რეალობას აშიშვლებს, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი  ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს, მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.  

სადღობელაშვილის თქმით,   იუკნევიჩიენეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მშვიდობის გამო ისჯება, რადგან ის არ აჰყვა ომის წესებს და მშვიდობა ყველაფერზე წინ დააყენა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი თუ მხოლოდ ომში მონაწილეობით განისაზღვრება ეს არა პარტნიორობა, არამედ წმინდა წყლის „გეოპოლიტიკური ვაჭრობაა“.

„მოუსმინეთ ამ ქალბატონს! ეს სკანდალური აღიარებაა!

– ევროინტეგრაცია თუ გეოპოლიტიკური სატყუარა?!

– წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებასა და „საშინაო დავალების“ შესრულებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ბოლოდროინდელი ღია განცხადებები სრულიად სხვა რეალობას აშიშვლებს… რეალობას, რომელზეც აქამდე ხმამაღლა საუბარი ტაბუდადებული იყო!

რა გამოდის? 2022 წლამდე ყველაფერი ბლეფი იყო? 2022 წლამდე, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ევროკავშირში გაფართოებაზე სერიოზული პოლიტიკური ნება საერთოდ არ არსებობდა. ყველა მანამდე არსებული დაპირება და პროცესი, რეალურად, ჩვეულებრივი ილუზია და ტყუილი ყოფილა?

გამოდის რომ ომია “მწვანე შუქი“? ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, თუმცა წევრობის შანსი მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც რეგიონში დიდი ომი დაიწყო. ქ-ნი რასას განცხადებით ირკვევა რომ მშვიდობიანობის დროს ეს საკითხი არავის აინტერესებდა და „შესაძლებლობების ფანჯარა“ მხოლოდ ომის დროს გაჩნდა?!

– მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ეს განცხადებები პირდაპირ ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ – გაწევრიანების თემა გახდა სატყუარა! საქართველო დღეს ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ არ აჰყვა ომის წესებს, არ გახდა კონფლიქტის ნაწილი და საკუთარი ქვეყნის ინტერესები და მშვიდობა წინ დააყენა.

– ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ სუფთა წყლის გეოპოლიტიკური ვაჭრობაა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად. ნიღბები ჩამოხსნილია!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ რასა  იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა გავრცელდა, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს და აცხადებს, რომ  „2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო“.

მსგავსი სიახლეები.

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

3 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

14 სთ წინ2 წთ
დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო… პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

23 სთ წინ2 წთ