თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი: სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“, ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე

სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი: სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები…

„პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის „ქეშბექის“ თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“. ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე“- განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ლევან პაპიაშვილის განცხადებით, დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ მარჟას დაამატოს ქსელურ მაღაზიასთან „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რათა შეძლონ მუშაობის გაგრძელება.

„თავისთავად დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ თავის გარკვეულ მცირე მარჟას დაამატოს „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. პროდუქტის მიწოდებისას ქსელური მაღაზიების უმრავლესობას აქვს ეს პირობა ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. უნდა იყოს 60-70% და მეტი,“- განაცხადა ლევან პაპიაშვილმა.

სხდომის თავმჯდომარემ კომპანიის წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, მაგალითად 10 ლარიანი პროდუქტის შემთხვევაში „როგორ მუშაობს „ქეშბექი“?“, რაზეც წარმომადგენელმა უპასუხა, რომ 10 ლარში კომპანიის მოგებაც უკვე გათვალისწინებულია.

„ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. მიწოდების პირობისას ხელშეკრულებაში მიდევს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% “ქეშბექი” უნდა დავუბრუნო. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50%, რაც უნდა დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას, 10 ლარს“- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

19 წთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

3 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ