— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

საძოვრების იჯარით გაცემის მე-15 ეტაპის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო

საძოვრების იჯარით გაცემის მე-15 ეტაპის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პირველი ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია 8,573.15 ჰა (150 ერთეული) საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩიონ მათთვის სასურველი საძოვარი: კახეთის მხარეში – 4,329.61 ჰა; სამცხე-ჯავახეთის მხარეში – 2,009.88 ჰა; ქვემო ქართლის მხარეში – 1,297.03 ჰა; მცხეთა-მთიანეთის მხარეში – 216.10 ჰა; შიდა ქართლის მხარეში – 113.19 ჰა; იმერეთის მხარეში – 573.12 ჰა; სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – 25.21 ჰა; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში – 9.01 ჰა.

სახელმწიფო პროგრამის თოთხმეტი ეტაპის ფარგლებში, 2021 წლიდან დღემდე, აქტიური იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 222 საძოვარზე (21,140 ჰა), მათ შორის: პირდაპირი გადაცემის გზით 13,155 ჰა – 165 საძოვარი, ხოლო აუქციონის გზით 7,985 ჰა – 57 საძოვარი.

მე-15 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე – www.land.gov.ge, www.mepa.gov.ge.

სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა, აუქციონის მეშვეობით მიიღონ სასურველი საძოვრები და განკარგონ ისინი სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების პირობებით. აღნიშნული პროგრამა, საძოვრებზე კერძო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამკვიდრების გზით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციის პრევენციას და ეხმარება მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას.

იჯარით გასაცემი საძოვრები ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ