— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
საქართველო

საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს საქართველო 2027 წელს უმასპინძლებს.

საქართველომ განაცხადი, 2027 წელს გამხდარიყო OIV-ის მსოფლიო კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, ოფიციალურად 2025 წელს წარადგინა.

OIV-ის საგაზაფხულო სესიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

„OIV მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანაა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მისი სახელის დამკვიდრებას გლობალურ ბაზარზე“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა – 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს, ხოლო 2010 წელს – ორგანიზაციის მე-8 გენერალურ ასამბლეას.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 51 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში რეკომენდაციების შემუშავებას, ღვინის წარმოებისა და ყურძნის გადამუშავების პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და განვითარებას.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ