— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია! გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
სპორტი

საქართველომ ხმლით ფარიკაობის კადეტთა ტურნირს უმასპინძლა

საქართველომ ხმლით ფარიკაობის კადეტთა ტურნირს უმასპინძლა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველომ ხმლით ფარიკაობის კადეტთა ტურნირს უმასპინძლა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ხუთი მედლით დაასრულა.

ტურნირის ჩემპიონი გიორგი ურუშაძე გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე ანგარიშით 15:5 დაამარცხა. ქალთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა ანასტასია ასათიანმა. ფინალში მანაც აზერბაიჯანელ სპორტსმენს სძლია. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა თეკლა კაპანაძე.

საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გოგონათა გუნდი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.