— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ“ გაიხსნა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია XVIII-XX საუკუნეებში მცხოვრები ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, დაღესტნელი, ყუბაჩელი და თურქმენი ბავშვების აკვნები, სამოსი, სათამაშოები, ამულეტები, მუსიკალური საკრავები, შრომის იარაღები და ა.შ., ასევე, ორი საუკუნის წინ ბავშვების მიერ დამზადებული სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები და სხვა ნივთები, რომლებიც იმ ეპოქის კულტურულ თავისებურებას ასახავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური მასალა დამთვალიერებლებს იმ ეპოქის ბავშვების ცხოვრების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის.

გამოფენის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც, ექსპოზიციის გაცნობის გარდა, სპეციალურად მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეში ხელგარჯილობის საათის ჩატარებას ითვალისწინებს.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.