ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ჩემს კოლეგას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ვუმასპინძლე.
ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე, ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარვუდგინეთ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩემს კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს გავმართავ, შემდეგ კი მედიისათვის ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ.
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
პოლიტიკა