საქართველოს პროკურატურაში, 48 სტაჟიორმა, ერთწლიანი სტაჟირება დაასრულა. წარმატებული სტაჟიორები პროკურატურაში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.
“სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.
საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


