— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

საქართველოს რკინიგზამ 200 ახალი სატვირთო ვაგონი შეიძინა და სავაგონო პარკის განახლება დაიწყო

საქართველოს რკინიგზამ 200 ახალი სატვირთო ვაგონი შეიძინა და სავაგონო პარკის განახლება დაიწყო

საქართველოს რკინიგზა ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიამ 200 ახალი სატვირთო ვაგონის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – კომპანია, რომელთანაც საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გააფორმა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სანქცირებული არ არის.

საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღებისა და ახალი მენეჯმენტის მიერ დანერგილი ეფექტური მიდგომების შედეგად, კომპანია სავაგონო პარკის მასშტაბურ განახლებას იწყებს. შეძენილი 200 ახალი სატვირთო ვაგონის პირველ პარტიას საქართველოს რკინიგზა უახლოეს დღეებში მიიღებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რკინიგზამ სატვირთო ვაგონები შუამავალი კომპანიის გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა. შუამავალი რგოლის გამორიცხვამ, მნიშვნელოვნად შეამცირა შესყიდვის ხარჯები და კომპანიას ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.

შესყიდვა გამჭვირვალე და კონკურენტული პროცედურის საფუძველზე განხორციელდა. სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ, რამაც ჯანსაღი კონკურენციის პირობები უზრუნველყო და შესაბამისად, საქართველოს რკინიგზამ ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით, საუკეთესო შეთავაზება შეარჩია.

ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზისთვის ხელსაყრელი პირობებით გაფორმდა: თითოეული სატვირთო ვაგონის საექსპლუატაციო ვადა 22 წლის ნაცვლად 32 წელია, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია მიწოდების მოკლე ვადა და კომპანიას არ აქვს საავანსო თანხის გადახდის ვალდებულება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შესყიდვის ფასი – საქართველოს რკინიგზას სატვირთო ვაგონები ასეთ დაბალ ფასად ათწლეულებია არ შეუძენია. მიღებული შედეგი მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარებული გამჭვირვალე შესყიდვისა და შუამავალი რგოლის გამორიცხვის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

საქართველოს რკინიგზას ამ რაოდენობის სატვირთო ვაგონების შესყიდვა ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ განუხორციელებია. სავაგონო პარკის განახლება კომპანიის გამტარუნარიანობის, ოპერაციული ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა აგრძელებს სხვადასხვა მწარმოებლისგან წინადადებების მიღებას და ახალი სატვირთო ვაგონების შეძენას მომავალშიც გეგმავს.

საქართველოს რკინიგზა მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ