— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, გარემოს სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით.

საქსტატის ცნობით, პორტალზე მარტივად აღსაქმელი ფორმით, თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ჰაერის, ბიომრავალფეროვნების, წყლის, კლიმატის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს ეკონომიკური ანგარიშების, ნარჩენების და გარემოსთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების შესახებ. პორტალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ინტერაქტიური გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით, მოახდინოს ქვეყანაში არსებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის ანალიზი.

მათივე ინფორმაციით, პორტალი შედგება ცხრა მოდულისგან. პირველი მოდული – ჰაერის ხარისხი – მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ჰაერის დაბინძურების, გაფრქვევებისა და ქალაქებში ჰაერის ხარისხის უახლესი ტენდენციების შესახებ. მეორე მოდულში – ბუნება და ბიომრავალფეროვნება – წარმოდგენილია ინფორმაცია დაცული ტერიტორიებსა და ტყესთან დაკავშირებით. მესამე მოდულში – წყლის რესურსები – მომხმარებელი იღებს ინფორმაციას წყლის რესურსების გამოყენების თაობაზე. მეოთხე მოდული – ტრანსპორტი – შედგება საქართველოს სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის ტენდენციების, ავტოპარკის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციისგან. მეხუთე მოდული – ენერგეტიკა – მომხმარებელს სთავაზობს ენერგიის მოხმარებისა და განახლებადი რესურსების შესახებ ინფორმაციას. მეექვსე მოდული – კლიმატი – ეხება ტემპერატურისა, ნალექების და სათბურის გაზების ემისიების ტენდენციებს. მეშვიდე მოდულში – გარემოს ეკონომიკური ანგარიშები – წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს მატერიალური რესურსების, მოხმარებისა და ვაჭრობის ტენდენციების შესახებ. მერვე მოდული – ნარჩენები – ასახავს სტატისტიკურ ინფორმაციას მუნიციპალური ნარჩენების შესახებ. რაც შეეხება ბოლო, მეცხრე მოდულს – სხვა – აქ წარმოდგენილია სასუქებისა და პესტიციდების მოხმარებისა და გამოყენების სტატისტიკა.

საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ