— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბარსელონაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში, IBTM World 2025-ში მონაწილეობს.

IBTM World 2025-ის ფარგლებში საქართველოში მსხვილი ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიების ჩატარების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და მსხვილი ღონისძიებების MICE-მენეჯერებთან შეხვედრები გამართა.

ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში საქმიანი ტურისტულ მიმართულების პოპულარიზაციას, სამიზნე ქვეყნებში პრეზენტაციებისა და „როუდშოუების“ დაგეგმვის შესაძლებლობებს.

გამოფენას დაესწრო ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია.

„ჩვენ შევხვდით მსხვილ კომპანიებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ბიზნესღონისძიებებს. ეს გამოფენა ორიენტირებულია ბიზნესტურიზმის განვითარებაზე. როგორც იცით, ვმართავთ კამპანიებს, რომლის ფარგლებში ვცდილობთ, საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს-მოგზაური ჩამოვიყვანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოზიციონირებას მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, IBTM World 2025-ზე ბიუროს წევრი 9 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც.

„ბარსელონის საქმიანი ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოფენაა ევროპაში. აქ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ქვეყნისთვის, ასევე ცალკეული კომპანიებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სფეროში. დაინტერესება საქართველოს მიმართ გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს უახლოეს მომავალში“, – აცხადებს Visit Georgia-ს წარმომადგენელი ლექსო მამულაშვილი.

Vive Bespoke Event-ის დამფუძნებლის, ვიშეშ მანჰანის თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, საქმიანი ტურიზმის ცენტრად გადაიქცეს.

„როდესაც ახალ მიმართულებებსა და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, საქართველო ხელსაყრელია ბიზნესის ღონისძიებებისთვის და ვფიქრობ, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, გადაიქცეს საქმიანი ტურიზმის ცენტრად, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების გამართვა. ამას ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული ადგილები, გასტრონომია, გამარტივებული სავიზო რეჟიმი – ყოველივე ეს ამარტივებს როგორც მოგზაურებისთვის, ასევე მსხვილი ჯგუფებისთვის, 300-დან 500 ადამიანამდე, რომ ეწვიონ საქართველოს, რადგან საქართველო იდეალური დანიშნულების ადგილია ბიზნესღონისძიებებისთვის“, – აღნიშნა მანჰანმა.

IBTM World 2025-ზე წარმოდგენილია 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო გამოფენის სტუმრთა რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ