— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა IMF

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას ,,უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობა კვლავ გამოწვევად რჩება, ამასთან  შეზღუდულია პროდუქტიული სამუშაო ადგილების რაოდენობა, არსებობს შეუსაბამობა ბაზარზე საჭირო უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის.

,,საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ბიზნესების მხრიდან კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ მზარდი სიგნალები”, – წერს IMF-ი.

,,უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება შესადარის მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამავე დროს, კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად”, – აღნიშნავს IMF-ი.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული როგორც გადაჭარბებული კვალიფიკაცია, ისე უნარების დეფიციტ, რაც ასახავს ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე კადრების სტრუქტურულ სიჭარბეს იმ უნარებთან შედარებით, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებებით.

,,2024 წელს სამუშაო ასაკის დასაქმებულთა 27% და ახალგაზრდების 36% იმ პოზიციებზე მუშაობდა, რომლებიც მათ განათლების დონეზე დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 40% დასაქმებული იყო საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე. საპირისპიროდ, არასაკმარისი კვალიფიკაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT), ფინანსები, მენეჯერული და პროფესიული საქმიანობა. მნიშვნელოვანი იყო ასევე სპეციალობისა და დასაქმების სფეროს შორის შეუსაბამობა: დასაქმებულთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი მუშაობდა იმ სფეროში, რომელიც მათ განათლებასა და პროფესიულ მომზადებას შეესაბამებოდა. ეს ტენდენციები მიუთითებს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ კავშირზე, ასევე მაღალი პროდუქტიულობის სექტორების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, შეითვისონ კვალიფიციური სამუშაო ძალა”, – აღნიშნულია IMF-ის კლვევაში.

ანგარიშის თანახმად, დასაქმების სტრუქტურა თანდათან გადაადგილდა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. ამავე დროს, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა მაღალკვალიფიციურ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT) და ფინანსები, მაშინ როდესაც შემცირდა საშუალო კვალიფიკაციის სამუშაოებზე მოთხოვნა ვაჭრობის, გაყიდვებისა და მშენებლობის სფეროებში. კომპანიების დონეზე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ გამოკითხული ბიზნესების დაახლოებით 8% უცხოელ მუშაკებს ასაქმებს, რაც მთლიან დასაქმებაში დაახლოებით 2%-იან წილს შეადგენს. ეს ნაწილობრივ ადგილობრივი კვალიფიციური კადრების დეფიციტითაა განპირობებული, განსაკუთრებით პროფესიულ პოზიციებზე. ამასთან, იზრდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც უცხოელი თანამშრომლების დასაქმების მთავარ მიზეზად შედარებით დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ.

IMF-ი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ორ ურთიერთშემავსებელ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოკვეთს. უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება.

უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა

პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორისაა:

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოება;
პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემის გაძლიერება;
დამსაქმებლების მონაწილეობით სასწავლო პროგრამების, სტაჟირებებისა და პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობების გაფართოება;
დასაქმების ხელშემწყობი ინსტიტუტების, მათ შორის საჯარო დასაქმების სერვისებისა და კარიერული კონსულტირების სისტემის გაუმჯობესება.

მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება

სოციალური დახმარებების მოცულობის შემდგომ გაზრდამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს მათი გავლენა შრომის ბაზარზე და გაძლიერდეს კავშირი სოციალურ მხარდაჭერასა და დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებს შორის, როგორიცაა პროფესიული გადამზადება, სამუშაოს ძიების მხარდაჭერა და კარიერული კონსულტირება.

დამატებითი ზომები, განსაკუთრებით ქალების ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად, შეიძლება მოიცავდეს:

ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლის სერვისების გაფართოებას;
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდას;
მოქნილი სამუშაო პირობების დანერგვის ხელშეწყობას.

მსგავსი სიახლეები.

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ… საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

4 დღის წინ3 წთ
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

5 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

6 დღის წინ1 წთ