სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ჩინეთში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით პეკინის უცხოური კვლევების უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ჩინეთში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით პეკინის უცხოური კვლევების უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჭაო კანგი, აღმოსავლური კვლევების ფაკულტეტის დეკანი სუ ინგინგი და ქართული ენის დეპარტამენტის დირექტორი იუენ პო.

„განხილვის მთავარი თემა იყო ქართული ენის სწავლება ჩინეთის უნივერსიტეტში. პეკინის უცხოური კვლევების უნივერსიტეტში ქართულს ასწავლიან იუენ პო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო ყოჩიშვილი.

ასევე საუბარი შეეხო სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ჩინური ენის სპეციალისტებთან ერთად მომზადებული ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართული ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებს, რომლებზეც დაფუძნებულია ჩინურ-ქართული კონვერტორი. კონვერტორი ამჟამად გამოცდის რეჟიმშია და მალე გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის“, – ნათქვამია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მსგავსი სტატიები