— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

საქპატენტის რთველში ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვების მონაწილეობა ტრადიციად ჩამოყალიბდა

საქპატენტის რთველში ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვების მონაწილეობა ტრადიციად ჩამოყალიბდა

საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა, სადაც საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ თანამშრომლებთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„რთველში აქტიურად ჩაერთნენ, ასევე, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები, მათი მშობლები და ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გოგოჭური. რთველში, ასევე, მონაწილეობდა ფილადელფიის წმინდა ფილიპეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მღვდელი მამა ჯეიმსი, რომელიც მეგობრული მისიით ყოველ წელს სტუმრობს ძეგვის თავშესაფარს.

ცენტრის ბენეფიციარებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა საქპატენტში გამართულ ვაზის ზეიმში, დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე და საკუთარი ხელით დაამზადეს ჩურჩხელები.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. საქპატენტში სტუმრობა ცენტრის აღსაზრდელებს დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, გაიღრმაონ ცოდნა ამ მიმართულებით, რათა მომავალში ეზიარონ ამ დარგის საფუძვლებსა და, სურვილისამებრ, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

საქპატენტში ვენახის მოვლა – დამუშავება და ყურძნის მოსავლის მოყვანა უკვე ტრადიციად იქცა. რთველი მევენახისთვის შრომითი საქმიანობის ბოლო ეტაპია და საქპატენტის თანამშრომლებმა ყურძნის მოსავალიც მოიწიეს და სტუმრებთან ერთად რთველის ღონისძიებაც ნაყოფიერად ჩაატარეს. ყურძნის მტევნებით ხელდამშვენებულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა ხვავი და ბარაქა უსურვეს ერთმანეთს და მწიფე, ტკბილი ნაყოფიც დააგემოვნეს.

საქპატენტის ვენახში ხარობს რქაწითელი, ხიხვი, ქისი, შავკაპიტო და სხვა 29 ჯიშის ყურძენი”, – ნათქვამია საქპატენტის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ