— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

საქპატენტის სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სასწავლო პროგრამა 17 ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა

საქპატენტის სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სასწავლო პროგრამა 17 ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი სპეციალიზაციის სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო კურსი 17 ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამა საქპატენტმა WIPO-თან თანამშრომლობით, წელს უკვე მეცხრედ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საქართველოს მიერ დაგროვილი ცოდნისა და წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა ერთადერთია, სადაც WIPO-ს აკადემიის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად იმართება გეოგრაფიული აღნიშვნების ერთობლივი პროგრამა.

კურსის დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი WIPO-საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები გადასცა. უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში, ასევე, მონაწილეებს გააცნო გასულ წელს საქართველოში განხორციელებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კანონმდებლობის რეფორმა. დასასრულს კი მადლობა გადაუხადა WIPO-ს აკადემიას თანამშრომლობისთვის და კურსის თითოეულ მონაწილეს წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო სასწავლო კურსის პროგრამა განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, დარგობრივი სამინისტროებისა და საჯარო დაწესებულებების იმ მენეჯერული რგოლის მოხელეთათვის, რომლებიც საქმიანობენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს, ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციების წარმომადგენლებიც. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის, ყაზახეთის, კენიის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, უგანდის, ბუტანის, ზიმბაბვეს, ტონგას, პერუს, პაკისტანის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, სამოას, სან-ტომე და პრინსიპის, რუანდისა და ლაოსის წარმომადგენლებმა.

გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კურსს, რომელიც მოიცავდა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ თემატიკის ფართო სპექტრს – დაცვის კონტროლის მექანიზმებს, კომერციალიზაციას, მარკეტინგს, ასევე, სტრატეგიულ ბრენდინგსა და უახლეს ტენდენციებს, უძღვებოდნენ უცხოელი და ქართველი მომხსენებლები – პროფესორები ალიკანტეს (ესპანეთი) და ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტებიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე, საქპატენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს კახეთის რეგიონში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონები და გაეცნენ სხვადასხვა დასახელების ღვინოების დამზადების პროცესებს.

გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციალიზებული სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დარგის სპეციალისტებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2017 წლიდან დღემდე პროგრამა გავლილი აქვს სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე წარმომადგენელს და კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან შეიცვალა პროგრამის დასახელება, ფორმატი, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკულ ასპექტებს, რისთვისაც მოწვეულ იქნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები აკადემიური წრეებიდან.

საქპატენტისთვის აღნიშნული პროგრამის საქართველოში განხორციელება წარმოადგენს კიდევ ერთ ეფექტიან ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება ბუნებრივ გარემოსა და ტრადიციებთან დაკავშირებული ქართული პროდუქციის რეპუტაციისა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო პროფესიულ წრეებში.

მსგავსი სიახლეები.

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ… საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

4 დღის წინ3 წთ
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

5 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

7 დღის წინ1 წთ