თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს
პოლიტიკა

„სანდომის“ გენდირექტორი მერაბ ვასაძე: ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი სჭირდება, რადგან მეორე კონკურენტი მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეს, ამიტომ, ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება

„სანდომის“ გენდირექტორი მერაბ ვასაძე: ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით…

„ჩვენი პროდუქტები ძირითადად იყიდება იმ ქსელურ მაღაზიებში, რომლებსაც უბნის მაღაზიები ჰქვია. ესენი გაცილებით მეტს ვაჭრობენ, ვიდრე დიდი ცნობადი ქსელები. მეორე აღმოჩენა, რაც ქსელურებმა გააკეთა არის, რომ ახლა შეიქმნა ძალიან დიდი გაერთიანება, რეალურად ბაზარზე სერიოზული მოთამაშე დარჩა 2 ან 3, ვინც ჩვენს პროდუქტს ყიდულობს. ერთ-ერთმა გაერთიანებამ გააერთიანა 5 თუ 6 წამყვანი ბრენდები, შექმნა უზარმაზარი ბრენდი, აარჩია ორი წამყვანი საკონდიტრო კომპანიიდან ერთ-ერთი და მეორეს, მაგალითად, ჩვენ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე განგვიცხადა უარი, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი პროდუქტი იმიტომ, რომ მეორე კომპანიამ უკეთესი პირობები შემოგვთავაზაო. ჩვენი ძირითადი კონკურენტები ქართულ ბაზარზე არის რუსული, უკრაინული, თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და იმის ინტერესი, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად აღარ არის.
ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გააერთიანა დაახლოებით 1300-1500 მაღაზიამდე, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე გვითხრა, რომ თქვენ თავისუფალი ხართო. შეიძლება რაღაც პირობები არ დავაკმაყოფილეთ, თუმცა ეს პირობები ყველა ცალმხრივია. ქსელური არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. 10 წლის უკან ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა, რომ ყოველი წლის დასაწყისში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლია შეგვიწყვიტოს ხელშეკრულება.
ამ დროს, ჩვენ ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს აღებული, უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი სჭირდება იმიტომ, რომ ის მეორე კონკურენტი მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეს, იცი რა, დააშავებ და ცუდად მოიქცევი?- გაგიშვებ და მივიღებ მეორეს. ამიტომ ვთვლი, რომ თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარეს პირობებში ჩავვარდებით. ფასის შემცირება ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება.“-განაცხადა მერაბ ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები.

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს… პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

27 წთ წინ3 წთ
ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად

11 სთ წინ3 წთ
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

16 სთ წინ1 წთ