თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი
პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარკო სილვესტრონისთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეგობრობის ჯგუფებს შორის უფრო აქტიური კომუნიკაციის დამყარებასა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის, 2024 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ქართულმა მხარემ იტალიელ სენატორს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული ურთიერთობები იყო. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ ფიქსირდება უსამართლო დამოკიდებულება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტები.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ იტალია უფრო აქტიურად ჩაერთვება საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ხელშეწყობის პროცესში, რათა თბილისსა და ბრიუსელს შორის კომუნიკაცია აღდგეს.

თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და ღია დიალოგის წარმოებას, მათ შორის, არსებულ ყველა კრიტიკულ საკითხზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.


დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან… პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია

57 წთ წინ1 წთ
ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს

2 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს

2 სთ წინ2 წთ