— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება – ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება – ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა

დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, რა ვითარეება ოკუპირებულ რეგიონებში და ჩვენ მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემაზე, ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გვქონდა საუბარი საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ როლზე. ასევე, შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კნგრესმა.“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ