— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს

სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის  ხარისხის ინდექსს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

საქართველოს სასამართლო სისიტემამ მაღალი შეფასება მიღო და მსოფლიოში 33-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-15 ადგილი დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში საქართველო  უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია,  ესპანეთი, პორტუგალია, უნგრეთი,  ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

კვლევის მიხედვით ევროპის საუკეთესო 15 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია,  შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია,  ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი, ავსტრია.

სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის  გამოკვლევას, რომელიც გლობალური გამოკითხვის ფარგლებში პასუხობს სასამართლოს სისტემის შეფასების ორ საკვანძო კითხვას:

  1. რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან?
  2. რამდენად ეფექტურია კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში?

აღსანიშნავია, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის საჯარო კეთილსინდისიერების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა ( https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/ipi/index-of-public-integrity ) და სადაც საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

19 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

22 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

23 სთ წინ2 წთ