— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში ჭალადიდის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ თეკლათში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება 2500 მეტრი სიგრძის კოლექტორული არხი, რომელიც ჯამში 335 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო და მიმდებარედ არსებულ საკარმიდამო ნაკვეთებს ემსახურება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა დაათვალიერა.

„მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

2012-2024 წლებში, სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, საერთო ჯამში, 12 400 ჰექტარი მიწის ფართობია დრენირებული, ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები კი, 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა“, – ნათქვამია „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მსგავსი სიახლეები.

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ… საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

4 დღის წინ3 წთ
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

5 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

6 დღის წინ1 წთ