„პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის გუშინ გაჟღერებული აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება.
ქვეყნის გარეთ დაგეგმილი სცენარის ნაწილი იყო ხიდაშელის ცრუ მოწმედ გამოჩენა ჰელსინკის კომისიაზეც, სადაც მან საქართველოს დააბრალა ირანისთვის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.
საგულისხმოა, რომ ეს ბრალდებები ისმის თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან.
ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უცხოური აგენტურის არსებობის პირობებში გამორიცხულია ჩვენს ქვეყანას დამშვიდების და ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს!
იმ ფონზე, როდესაც უდიდესი მასშტაბის კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელმაც უკვე 20-მდე ქვეყანა მოიცვა და ვითარება სულ უფრო მძიმდება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ცრუ ბრალდებების გაჟღერება არის ღალატი და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!
პარალელურად იბეჭდება შეკვეთილი სტატიები საერთაშორისო მედიაში, რომელთაც ხელოვნურად უწევენ აქტუალიზაციას კაპიტანი გიგაური და აგენტურული ქსელის მედია-განყოფილებები.
სცენარი აბსოლუტურად იგივე, რაც უკრაინის ომის დაწყებიდანვე ამოქმედდა, მიზანიც იგივე – საქართველოს დესტაბილიზაცია!“- წერს შაქარიშვილი.
შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა
პოლიტიკა