— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
სპორტი

შალვა გოგოლაძე: ქართველმა სპორტსმენებმა შეჯიბრებებზე 1935 მედალი მოიპოვეს, რაც უპრეცედენტოა, ისტორიული შედეგია, მათგან 752 ოქროს მედალი იყო

შალვა გოგოლაძე: ქართველმა სპორტსმენებმა შეჯიბრებებზე 1935 მედალი მოიპოვეს, რაც უპრეცედენტოა, ისტორიული შედეგია, მათგან 752…

საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ქართული სპორტის წლევანდელი მიღწევები და ამ სფეროში განხორციელებული სიახლეები „იმედის კვირასთან“ შეაჯამა.

მინისტრის თქმით, ქართველმა სპორტსმენებმა წელს გამართულ შეჯიბრებებზე 1935 მედალი მოიპოვეს, რაც უპრეცედენტოა.

„ისტორიული შედეგია. აქედან 752 იყო ოქროს მედალი. ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის უდიდესი სპორტული შედეგი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შედეგზე ქართული სპორტი არ გაჩერდება.

ჩვენ უნიკალური წელი გვქონდა 2024 წელი – უნიკალური შედეგებით, მაგრამ ჩვენმა სპორტსმენებმა მოახერხეს და გაზარდეს ეს სპორტული შედეგი. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ 2026 უფრო უკეთესი იქნება, 2027 კიდევ უფრო უკეთესი და ქართული სპორტი უფრო და უფრო წინ და წინ წავა“, – აღნიშნა სპორტის მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც სპორტის სამინისტრო დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

„ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ნაბიჯი. ეს იყო მკაფიო გზავნილი ჩვენი სპორტისთვის, სპორტსმენებისთვის, რომ პრიორიტეტია სპორტი. შესაბამისად, სპორტის სამინისტრო არ შეიქმნა იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ შედეგი, რაც გვქონდა, ეს შეგვენარჩუნებინა. პირიქით, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ საქართველოში სპორტის განვითარებაზე, მის მასობრიობაზე, ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ახალი მწვრთნელების წამოყვანაზე, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის ჩართვაზე ქართულ სპორტში“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა UFC-ის პრეზიდენტთან, დეინა უაითთან გამართულ მოლაპარაკებებზეც, რომელიც UFC-ის შეჯიბრების საქართველოში ჩატარებას ეხება.

„მე მქონდა პატივი ამა წლის აპრილის თვეში ვყოფილიყავი ამერიკაში მერაბ დვალიშვილის ჩხუბზე, სადაც მქონდა შესაძლებლობა ერთი საათის განმავლობაში შევხვედროდი დეინა უაითს. ძირითადი ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ საქართველო იმსახურებდა, მიეღო ეს პრესტიჟული ტურნირი. ჩვენ უკვე დაახლოებით, სამი თუ ოთხი რაუნდი გვქონდა UFC-ის წარმომადგენლობასთან. მათ მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია, თუ სად, როგორ ვაპირებდით, რა შეჯიბრი ჰქონდა ამა თუ იმ დარბაზს მიღებული.

მოგეხსენებათ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატს და ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩატარდა. საუბარია, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 10 ათას-კაციან დარბაზზე. ყველა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. სხვათა შორის, დარბაზმა მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, ახლა მიდის ტექნიკური საკითხების გავლა“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.