— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ახლად რეაბილიტირებული გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლ ,,თოვლის დედოფლის“ პრემიერით გაიხსნა

ახლად რეაბილიტირებული გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლ ,,თოვლის დედოფლის“ პრემიერით გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს დასრულდა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი – კეთილმოეწყო თეატრის პარტერი; ნაწილობრივ შეიცვალა სასცენო განათება და პარტერში განახლდა იატაკის საფარი; შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა; მოწესრიგდა სველი წერტილები; კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა თეატრის 2 სართულზე. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

თეატრის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორი ნიკოლოზ საბაშვილი ესწრებოდნენ.

თეატრში ეტაპობრივი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლიდან მიმდინარეობს. სამი სეზონის განმავლობაში თეატრი გასვლით წარმოდგენებს მართავდა, 2026 წლიდან კი, გურჯაანის თოჯინების თეატრი მაყურებელს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს.

„მინდა, გურჯაანელებს მივულოცო თოჯინების თეატრის შენობის აღდგენა. ეს არის მცირედი, რაც ამ ეტაპზე შევძელით. დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. დიდი გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში გურჯაანში უფრო მეტი სახელოვნებო სივრცე გაჩნდება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

გურჯაანის თოჯინების თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაშია.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ