— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები – ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური…

აშშ-ის ხელისუფლების მიერ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ასევე ირკვევა, რომ მათ ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უცხო სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობისა და ფარული საინფორმაციო ოპერაციების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიები, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბრიტანული კომპანია Zinc Network-მა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა, ხოლო, საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა.

პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.

,,დოკუმენტებში აღწერილია სასურველი ნარატივების გაძლიერების, არასასურველად მიჩნეული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვისა და სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდების წაშლის მექანიზმები.
საქართველოში ამგვარი საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია Zinc Network, რომელმაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის ერთ-ერთი ფორმალური გამოხატულება იყო „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.
გასაჯაროებულ შიდა დოკუმენტებში ასევე შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ქსელის საქმიანობის მიზანი იყო „ადამიანების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლა“. საგულისხმოა, რომ ამ საქმიანობის შესაბამისობა USAID-ის უფლებამოსილებასთან კითხვებს თავად ამერიკული უწყების თანამშრომლებშიც კი წარმოშობდა.
სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც. ვინ იყო მათი დამკვეთი, ვინ აწარმოებდა მათ, რა ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები არსებობდა კამპანიის მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა. მით უმეტეს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი თავად მონაწილეობდა საარჩევნო პროცესის შეფასებაში.
ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც ერთის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა, კიდევ უფრო სკანდალურია ის, რომ ამით დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.
ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც www.facebook.com/infointegritycoalition კი საკმარისი მტკიცებულებაა, იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების და ჩარევის გზით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო, და რომ ამ თავდასხმის უკან USAID-ისთან ერთად ბრიუსელიც იდგა,” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

3 წთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

3 წთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

1 სთ წინ5 წთ