თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს
პოლიტიკა

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის…

არმანაშვილისა და გირჩი ჯაფარიძის დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც საჯარო შეურაცხყოფის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულ კანონმდებლობას ეხება, აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით დაწერილ შარმანაშვილის განცხადებას კი მოჰყვა ზურა ჯაფარიძისგან პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფა.

„ამ ერთხელ გიპასუხებ. საქართველო სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციაშია. ამ სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია უარყოფითად გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე. ამაზე ვსაუბრობ მე, რაც ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. აქ პოლიტიკასთან კი არა, სასამართლო პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. თუ სტრასბურგი მიგვითითებს, რომ საქართველოს სასამართლოებმა არასწორად გამიჯნეს სიძულვილის ენა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღასრულებს ამას სახელმწიფო აუცილებლად. ერთიც, მაშინ გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკაც გადასახედი იქნება. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება.“- წერს შარმანაშვილი.