— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ბულინგზე: იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას  – ბულინგი მათი სტილია

შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ბულინგზე: იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის…

ბულინგი მათი სტილია. ბულინგს მარტო ჩვენს მიმართ კი არ აწარმოებენ – ოპონენტების მიმართ, რომლებიც მტრებად მიაჩნიათ – ერთმანეთის მიმართაც აწარმოებენ,  – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციის ნაწილის მიერ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად გათავისუფლებული პატიმრების მიმართ წარმოებულ ბულინგზე.

შარმანაშვილის თქმით, პატიმრები ოპოზიციისთვის საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ და ვინც ამ სიტუაციიდან გამოსვლას და განსჯას გადაწყვეტს, მათთვის მტერი ხდება.

“მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში ხომ ვნახეთ ეს ოპოზიცია, გუშინდელი თანამებრძოლები, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რა ლექსიკით ეპყრობიან და უპირისპირდებიან ერთმანეთს. აქაც, მათი ბედი კი არ აინტერესებთ, ესენი მათთვის ხომ საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს საზარბაზნე ხორცის სიტუაციიდან გამოსვლას და დაფიქრებას და ადამიანურად განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, მტრად აცხადებენ და ამ პროცესთან გვაქვს საქმე. იმის მაგივრად, რომ თვითონ შეუწყონ ხელი, ვინაიდან თვითონ აცდუნეს და თვითონ დააშვებინეს ეს შეცდომები, თვითონ გაუშვეს ციხეში ფაქტობრივად ამ შეცდომების გამო, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია, დაიწყოს რაღაც ისეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამენ, შუაში დგანან და ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას. ისინი ვერ იტანენ საერთოდ ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს,” – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

1 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

3 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

4 სთ წინ3 წთ