თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი
პოლიტიკა

შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს. ევროპაში, რომელიც თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს!

შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად…

„დიფ სთეითის“ გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს,- ამის შესახებ  ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომლითაც ის  ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი  მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას  დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

შათირიშვილის განცხადებით, ნათელია თუ რატომ არის „დიფ სთეითისთვის“ და მისგან მართული ევრობიუროკარტიისთვის მიუღებელი ქართული თავისუფალი მედია, რამდენადაც დღეს ევროპაში, რომელიც მუდამ თავისუფალი სიტყვისა და მედიის დამცველი იყო, დღეს იქ თავისუფალი მედია აღარ არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას; ასევე, ხელოვნურად თავსმოხვეულ ფსევდო-იდეოლოგიას, რომელიც, პირველ რიგში, იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. „დიფ სთეითის“ გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით – ერების არსებობაა დაუშვებელი, ადამიანმა არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია, თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ლგბტ პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია, თუკი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს, ან პირიქით.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოჰყვეს; ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება, ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია, თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღონ მასა, რომელიც „დიფ სთეითს“, უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს.

აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს!“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

მსგავსი სიახლეები.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან… პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია

1 სთ წინ1 წთ
ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს

2 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს

2 სთ წინ2 წთ