— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ. ეს ხალხი არის უცხო ქვეყნის აგენტურა და აღმსრულებელი იმისა, როგორ დაანგრიონ ქართული ეკონომიკა და ჩაშალონ ტურისტული სეზონი საქართველოში – თენგიზ შარმანაშვილი საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე

შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ. ეს ხალხი არის უცხო ქვეყნის აგენტურა და აღმსრულებელი იმისა, როგორ დაანგრიონ ქართული…

ქვეყნის იმიჯის დაზიანება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

მმართველი გუნდის განცხადებით, არსებობს ეჭვები, რომ საბოტაჟში მონაწილეობს, როგორც უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურები, ასევე, შიდა რადიკალური ძალები, რომლის მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა.

“პლაჟზე დადიან და ყვირიან, თუ ვინმე აქ რუსები ხართ, სასურველი სტუმრები არა ხართ და ასე შემდეგ. მე არასდროს არ მწამდა შეკვეთით პატრიოტებისა. 2008 წელს დადიოდა იგივე პიროვნება და ყვიროდა ამას, როდესაც მაშინ სახელმწიფო მეთაური ღვინოებით ხვდებოდა ქართულ საზღვარზე რუს ტურისტებს და იწვევდა აქ? – დადიოდა და ეუბნებოდა, პრეზიდენტო, ნუ აკეთებ ამას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოხდა? – როგორ, პატრიოტიზმი მაშინ გაეღვიძათ, როცა სხვა ქვეყნის ოკუპაცია მოხდა და სხვა ქვეყნის მიწების ოკუპაცია მოხდა? – და საქართველოს ოკუპაცია არაფერს არ ნიშნავდა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია? და, მაშინ უნდა დახვედროდნენ ღვინოებით და იმ მოსაწვევებით იმათ, რუს ტურისტებს? – ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ ვინმე არის აქ პატრიოტი. შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ. პატრიოტი ან ხარ, ან არა ხარ. ეს ხალხი არიან უცხო ქვეყნის აგენტურა და აღმსრულებლები იმისა, როგორ დაანგრიონ ქართული ეკონომიკა, როგორ ჩაშალონ ტურისტული სეზონი საქართველოში და ასე შემდეგ.

ყალბი ექაუნთები შექმნეს და იქ წერენ, თითქოს აბინძურებენ საჭმელს, თუ რუსი ტურისტი რესტორანში შევიდა. მერე, როდესაც ამოწმებენ ამას, აღმოჩნდება, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი ადამიანები ბუნებაში არ არსებობენ. შესაბამისად, ვერც ვერაფერს დააბინძურებდნენ.

მათი ზოგადი მიზანი რა არის, ხედავენ, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი არის ძალიან დადებითი, რომ ჩვენი ეროვნული ეკონომიკა წლების განმავლობაში გაიზრდება, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, პროგნოზისა 2030 წლამდეც, იმის იქითაც და, რა თქმა უნდა, ამ უცხო ქვეყნის აგენტურას და, პირველ რიგში, მათ პატრონებს აწუხებთ, რომ ეს არ მოხდეს საქართველოში. ვის უნდა დამოუკიდებელი ეკონომიკის მქონე საქართველო? ესე ხომ უფრო, კიდევ უფრო ძნელი სამართავი იქნება, არა? ასე ხომ უფრო ნაკლებად მოახვევენ თავის ნებას თავს. და, ამიტომ, ვისაც საქართველოს მომავალი არ აინტერესებს, ვისაც უბრალოდ თავისი პატრონების ინტერესები აინტერესებს მხოლოდ, რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ, როგორც პოლიტიკურად იყოს დამოკიდებული საქართველო, ასევე, ეკონომიკურადაც იყოს აბსოლუტურად დეგრადირებული, იმიტომ რომ ესე ადვილი სამართავი იქნება.

მე მივესალმები სუს-ის მიერ ამ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოვთქვამ, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

15 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ