— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: არის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მნიშვნელოვან პროდუქტებზე კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე

შოთა ბერეკაშვილი: არის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მნიშვნელოვან პროდუქტებზე კონკურენტული…

„სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის ბაზარია და ჩვენი ბაზარი აწყობილია „ჰაილო“ მოდელზე, რომელიც არის მაღალი, დაბალი, მოდელი, ნიშნავს, რომ საბაზისო ფასი არის მაღალი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლებები და მომხმარებლის დიდი ნაწილი ამ ფასდაკლებების პროცესში არის ჩართული და 80% ფასდაკლების ფასში ყიდულობს აღნიშნულ პროდუქტებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემურად არის შესაძლებლობა, რომ ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ ისეთი, რომ ამ ჯაჭვში, რომელიც იწყება იმპორტიორი მწარმოებლიდან, დისტრიბუტორიდან და საცალო ქსელიდან, ურთიერთობები გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, გასაგები, კონკურენცია კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ და მიგვაჩნია, რომ არის შესაძლებლობები, ძალიან კარგი იდეები იყო, განსაკუთრებით მომეწონა ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე მაღაზიების მეპატრონეებს, რომ მათ უფრო ეფექტურად მიიღონ პროდუქტი, რაც ლოგისტიკის ჯაჭვში მნიშვნელოვან ხარჯებს ამოაგდებს და ძალიან დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას, რადგან ადგილობრივ მწარმოებელს ზუსტად ეცოდინება, სად შეიძლება ჩააბაროს თავისი პროდუქტი და ქსელებისთვისაც კარგი იქნება.
ასევე, მიმაჩნია, რომ გადახდის ფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია და აღნიშნულის სტანდარტიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ბიზნეს პროცესები რგოლში ყველასთვის იყოს გასაგები როგორც მწარმოებლისთვის, ასევე დისტრიბუტორისთვის და საცალო ქსელის ოპერატორებისთვის. ეს კარგია იმიტომ, რომ საშუალებას მისცემს თითოეულ რგოლს, როდესაც გასაგებია, როდის ხდება გადახდები, რომ ბიზნეს პროცესები სწორად დანერგოს. ნამდვილად მიმაჩნია, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მოვახდინოთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იქ კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში მიმაჩნია, რომ სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, რომ კარგი კორექცია მივიღოთ გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე“-განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

17 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ