— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა. დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი…

„ის 6 პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმოებლისგან, იმპორტიორ/დისტრიბუტორისგან და საცალო ქსელების ოპერატორებისგან“- ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია საუბარი საბოლოო გამოსავალზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც ბიზნეს ეფექტურობაში აისახება.

„ეს პროცესი არის გადაჯაჭვული. ამათ შორის არის კავშირი და ჩვენთვის შეუძლებელია დღეს ვისაუბროთ საბოლოო გამოსავალზე, სანამ არ შევისწავლით სამივე საფეხურს. ვფიქრობ, პრობლემების სწორი იდენტიფიცირება მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასწარმოქმნის ჯამში, საოპერაციო ნაწილში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯები არის მნიშვნელოვნად მაღალი. მესამე, რაც ვნახეთ, რომ ასიმეტრიული ურთიერთობები გვაქვს ჯაჭვში, ასე ვთქვათ, ზემოთ მდგომ სუბიექტს აქვს ბაზრის დომინირების შესაძლებლობა და ეს არათანაბარ პირობებში გაყენებთ თქვენ და ეს პროცესი მისახედია. კომპანიების ნაწილის შემთხვევაში საუბარი იყო, რომ საკრედიტო რესურსი ძვირია და ეს ყოველივე აწვება თვითღირებულებას. ნაშთები და დანაკარგი ზოგ შემთხვევაში 5%-ი და მეტია და როდესაც მოგება სექტორში წარმოების ნაწილზე 5-6%-ია ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და ბოლოს, იმპორტულ პროდუქციასთან- აქ ჩვენი მიდგომა ვერ იქნება, რომ იმპორტი დავბეგროთ, მაგრამ ჩვენი მიდგომა იქნება ის, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა. დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც თავისთავად აისახება ბიზნეს ეფექტურობაში და საბოლოოდ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით ისე, რომ ეს იქნება სამართლიანი თითოეული რგოლისთვის“- აღნიშნა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

3 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

4 სთ წინ5 წთ