— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი – ეს მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე მივიღოთ კორექცია კლებისკენ, რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი…

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც იმ სამ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს, რაც ჩვენ დავინახეთ. პირველი, ეს არის რომ სექტორში არ არის სათანადო გამჭვირვალობა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს მეორე პრობლემას – რადგანაც არ არის გამჭვირვალობა, ბიზნესი ვერ გეგმავს ხანგრძლივ პერიოდში და არ გააჩნია პროგნოზირებადობის სათანადო საშუალება, რაც თავის მხრივ, კიდევ დამატებით ხარჯებს იწვევს. ამას თან ებმის გადახდის ძალიან დიდი პერიოდი, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებს ქმნის, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შეიქმნას, სადაც, ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, ხოლო, კონკურენცია იქნება ჯანსაღი, რაც თავის მხრივ, ფასების კლებას გამოიწვევს.

“საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე, ჯაჭვის ვერტიკალში მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დავინახეთ, არის ასიმეტრიული ურთიერთობები – არათანაბარი, დაუბალანსებელი ურთიერთობები, რომელიც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. ყოველივე ეს იწვევს გარემოებას, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც პრივილეგირებული პოზიციები აქვთ და შეუძლიათ, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაიღოს და შესაბამისად, გადამეტებული მოგება დააგენერიროს, რდგან კონკურენცია არ არის და მეორე მხრივ, არსებობს კომპანიები, რომელბსაც დამატებითი ხარჯები ექმნებათ, რაც საერთო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და ქმნის დამატებით ხარჯს.
ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც, ურთიერთობები იქნება: გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი – ეს სამი მოცემულობა მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღოთ კორექცია კლებისკენ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი,” – განაცხადა ბერეკაშვილმა.

კომისია, დღეს, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობს.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

2 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

6 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

6 სთ წინ2 წთ