— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს

შოთა ბერეკაშვილი: გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო…

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აცნობს საზოგადოებას.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დასკვნა ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და ის დაფუძნებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.

„ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დასკვნა, რომლის საფუძველზეც შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი; საკვებ პროდუქტების სექტორი, მედიკამენტების სექტორი და საწვავი. აღნიშნული დასკვნა დაფუძნებული არის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე: შეხვედრების ფარგლებში ჩვენ 62 კომპანიას შევხვდით, რომლებიც იყვნენ სექტორში ძირითადი მოთამაშეები, ასვე შევხვდით ასოციაციებს, ასევე არაკომისიურ ფარგლებში 82 კომპანიას საოპერაციო ხარჯები შევისწავლეთ, მათი ბიზნეს პროცესები, ფინანსური სტაბილურობა, კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 16 აპრილამდე,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიამ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარსული გამოცდილების საფუძველზე ჩაატარა მოკვლევა და მათი პრაქტიკის საფუძველზე შეიმუშავა დასკვნა, მეთოდები, რომლებიც ქართული ეკონომიკისთვის უფრო შესაბამისია. მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაცია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არის უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული, რამდენადაც ეს უფრო მეტ პრობლემას მოიტანს, ვიდრე სიკეთეს.

„დასკვნა ეფუძნება 3 მიმართულებას, რომ შევაჯამოთ: სისტემური გარდაქმნა, რომელიც იქნება საშუალო ვადიანი პერიოდი (6-9 თვემდე) ეს დაფუძნებული იქნება არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე და საუკეთესო პრაქტიკებზე, ჩვენ დასკვნაზე აქ სხვადასხვა ქვეყნების მოდელები გვაქვს მოყვანილი – ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, ჰოლანდია და ამაზე უფრო დეტალებშია საუბარი, გადახდის ფორმებზე, ეს უკვე დეტალებია. დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და უფრო დეტალურად იქ დამუშავდება. გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ეს არის 4 ქვეყნის გამოცდილება აღებული და თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

17 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ