თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს
პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს – საუბარია მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.

შოთა ბერეკაშვილი: კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით…

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ადგილობრივ მწარმოებლებთან გამართული წინა შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მათთან საუბრისას  გამოიკვეთა რიგი პრობლემებისა, რომლებიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მწარმოებლის დონეზე აძვირებს ერთეულის ღირებულებას.

ბერეკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი კომპანიების დიდი ნაწილის წარმოება დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რომლის ფასის ზრდა აისახება ერთეულის ფასზეც.

მან ასევე გამოყო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი,  დისტრიბუტორებთან და ქსელურ მაღაზიებთან კომპანიების დიდ საოპერაციო ხარჯებს გულისხმობს.

„კომპანიების დიდმა ნაწილმა გამოთქვა პოზიცია, რომ წარმოების ციკლში, მათი წარმოება დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციის რისკებს ქმნის, ანუ, თუკი იმპორტული ნედლეული გაძვირდა, ეს აისახება ერთეულის ფასზე.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი დავინახეთ, საოპერაციო ხარჯების ნაწილში. განსაკუთრებით დიდი საოპერაციო ხარჯები აქვთ კომპანიებს რეალიზაციის და მარკეტინგის მიმართულებით, ამ შემთხვევაში, დისტრიბუტორებთან და ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით მაღალი აქვთ ხარჯები. თითოეულმა მათგანმა თქვა, რომ მარკეტინგის და რეალიზაციის ხარჯში, ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს – საუბარი იყო მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.“ – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს… პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

2 სთ წინ3 წთ
ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად

13 სთ წინ3 წთ
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

17 სთ წინ1 წთ