თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელი: საქველმოქმედო ორგანიზაცია არც სადისტრიბუციო კომპანიაა, არც წარმოებაა და არც „რითეილერი“, მაგრამ შენ როდესაც იმის იმედად აკეთებ მაღაზიას, რომ სადისტრიბუციო ინვენტარს შემოგიტანს, ფულს მწარმოებლისგან გაიჩერებ და ახვალ 1200-1600 მაღაზიაზე, ამ დროს ჩვენ ვკოტრდებით

შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელი: საქველმოქმედო ორგანიზაცია არც სადისტრიბუციო კომპანიაა, არც წარმოებაა და არც „რითეილერი“…

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელსაც მისი კომპანია ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობისას აწყდება, სადაც მან უმთავრეს პრობლემად არაპროგნოზირებადი გადახდის პირობები გამოყო.

კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელს დაუსვა დამაზუსტებელი კითხვები და ამავე დროს შესთავაზა ინსტიტუციური ჩარჩოს მოდელი, მისი პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მიზანია ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ ისეთი, რომელიც თავად ამ ჯაჭვს გახდის გამჭვირვალეს, პროგნოზირებადს, რომ თითოეული რგოლისთვის იყოს გასაგები რას აკეთებს და მესამე, რა თქმა უნდა, რომ კონკურენცია გავაჯანსაღოთ. ასეთი სამი მოცემულობა თუ მოგვცემს შედეგს, თქვენ რას ფიქრობთ?“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მწარმოებლის განცხადებით, ქსელური მარკეტის მიერ თითოეული გადახდის დაგვიანებული დღე საფრთხეს და პრობლემებს უქმნის მწარმოებელს, ქსელური მაღაზიები მწარმოებლისგან და დისტრიბუტორისთვის გადასახდელი დაგვიანებული თანხით ხსნიან დამატებით მაღაზიებს და აფართოებენ ბიზნესს.

„მესამე პირის სახით სახელმწიფო უნდა ჩაერთოს აუცილებლად ფასის რეგულირებაში. საქველმოქმედო ორგანიზაცია არც სადისტრიბუციო კომპანიაა, არც წარმოებაა და რა თქმა უნდა, არც „რითეილერი“, მაგრამ შენ როდესაც იმის იმედად აკეთებ მაღაზიას, რომ სადისტრიბუციო ინვენტარს შემოგიტანს ფულს მწარმოებლისგან და დისტრიბუტორისგან გავიჩერებ უპროცენტოს და მე ავალ 1200-1600 მაღაზიაზე, ამ დროს ჩვენ ვკოტრდებით“,- განაცხადა მწარმოებელმა.

ბერეკაშვილმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელს, რომ თითოეული გადაწეული დღე და გადაუხდელი თანხა ქსელური მაღაზიისთვის ნიშნავს თუ არა დამატებით ფულად სახსარს ახალი მაღაზიის გასახსნელად.

„თითოეული გადაწეული დღე ნიშნავს თუ არა იმას, რომ მან გამოითავისუფლა „ქეში“, ფულადი სახსრები, რომ ახალი მაღაზია გახსნას? თუ კი ჩვენ, საკანონმდებლო ჩარჩოთი გავაკეთებთ სისტემას, რომელიც გასაგებს გახდის რა დროს რა უნდა გადაიხადოს „რითეიელრმა“ ეს პროცესი დაარეგულირებს, როგორც გადახდას ერთი მხრივ და ასევე იმას, რომ ახალი მაღაზია აღარ გაიხსნება?“- კითხვით მიმართა შოტა ბერეკაშვილმა.

მწარმოებლის განცხადებით, რა თქმა უნდა, ქსელური მაღაზიის მიერ დაგვიანებული თანხა ემსახურება ფულადი სახსრების მობილიზებას და ის, რომ კანონმდებლობით დადგინდეს მისი პასუხისმგებლობა გადასახდელ თანხის ვადებთან დაკავშირებით, მას ამის შესაძლებლობას აღარ მისცემს.

„რასაკვირველია, საოპერაციო ხარჯებს ვეღარ აუვა. რეალურად ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. პასუხისმგებლობა იმის, რომ მას გადასახდელი აქვს ეს თანხა უკვე აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ მან საოპერაციო ხარჯები უკვე სხვაგან გადაისროლოს, აღარ არის საუბარი ქსელების დაბადების დღეებზე, ინვენტარით გაზრდაზე, ბევრი ნიუანსია,“- განაცხადა მწარმოებელმა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

5 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

8 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ