— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი
პოლიტიკა

სი ძინპინი: ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს – საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა

სი ძინპინი: ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს – საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს…

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდა, ბირთვული იარაღი სრულად აიკრძალოს და განადგურდეს.

მისი განცხადებით, ბირთვული იარაღი კაცობრიობისთვის „დამოკლეს მახვილს“ წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს თავზე ჰკიდია, ხოლო საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს.

„ბირთვული იარაღი კაცობრიობის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია. ის სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს, საბოლოო მიზანი კი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერის თქმით, ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. მან აღნიშნა, რომ ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული.

როგორც Reuters-ი წერს, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განიარაღების საკითხის განხილვას გეგმავდა.

ამასთან, პეკინი წლების განმავლობაში თავს არიდებდა ვაშინგტონთან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა იმსჯელონ, რადგან მათ გაცილებით დიდი ბირთვული არსენალი აქვთ.

მსგავსი სიახლეები.