თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება
პოლიტიკა

სიმონ მასხარაშვილი: სააკაშვილიც კურდღელი იყო, ჟორდანიაც კურდღელი იყო და ყველა ის ადამიანი, ვინც უცხოეთის ძალის ამოფარებით ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი- ქართველი ერი არის ერი, რომელსაც ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები

სიმონ მასხარაშვილი: სააკაშვილიც კურდღელი იყო, ჟორდანიაც კურდღელი იყო და ყველა ის ადამიანი, ვინც უცხოეთის ძალის ამოფარებით…

ისტორიკოსმა, სიმონ მასხარაშვილმა სტუმრად გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“ 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე და მიმდინარე პერიოდზე ისაუბრა.

მასხარაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება ხშირად გმირებად აცხადებს არა ღირსეულ და სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს, არამედ მოღალატეებსა და უცხო ძალებზე დამოკიდებულ პოლიტიკოსებს.

როგორც ის აცხადებს, საქართველოსთვის მთავარი უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერება, ასევე, ქვეყნის სათავეში ღირსეული ლიდერის ყოლა და არა ისეთის, როგორიც მაგალითად, სააკაშვილი და ჟორდანია იყვნენ.

“ჩვენ გმირებად გვყავს გამოცხადებული ხშირ შემთხვევაში მოღალატეები, ხოლო საქართველოს და მსოფლიოს დამანგრეველ დემონებად ის ხალხი, ვისაც საღი გონება ჰქონდა, მაგრამ ერთში რაშიც ვთანხმდებით ალბათ ყველა მხარე არის ის, რომ ანწუხელიძე, ამბაკო საღარაძე, მარო მაყაშვილი, აი ეს კაცები, ეს ქალბატონები, ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ პირდაპირ ფეხებზე ეკიდათ, მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც, ერთა ლიგაც და რუსეთის იმპერიაც, მათთვის ამოსავალი წერტილი იყო საქართველო, საქართველოს მაქსიმალურად დამოუკიდებლობა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ქართული ენა, ქართული კულტურა, ქართული ფენომენი.
ასე ვიტყოდი, რომ საშინელებაა, როცა ლომებს კურდღლები მართავენ. უბედურება ის იყო, რომ ის ვაჟბატონი [სააკაშვილი] ციხეში რომ ზის, ისიც კურდღელი იყო, ჟორდანიაც კურდღელი იყო და ყველა ის ტიპი, ვინც უცხოეთის რაღაც ძალის ამოფარებით ცდილობს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. მნიშვნელობა არ აქვს ამას ამერიკის თუ რუსეთის ამოფარებით ცდილობს და უბედურებაა, რომ ეს კურდღლები ლომებს მართავენ. რაც შეეხება ქართველ ერს, ქართველი ერი არის ლომების ერი. ქართველი ერი არის ის ერი, რომელსაც ბევრისთვის გაუძლია. ეს არის ერი -ფენიქსი. ეს არის ერი, რომელსაც ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები. ყველაზე მთავარი- უნდა გიყვარდეს ეს მიწა, ეს ქვეყანა. შენი ქვეყნის შემოქმედ ადამიანებს ჩარეცხილებს არ უნდა ეძახდე. იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა ზურგით მოიტანეს ჩვენი ერი და ჩვენი კულტურა, უნდა უფრთხილდებოდეთ.
ის ომი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს დღეს, ჩვენი ომი არ არის. ჩვენთვის მთავარია, საქართველო მაქსიმალური ხეირით გადარჩეს. პირადად ჩემთვის არ არსებობს არც დემოკრატია, არც ლიბერალობა, არც ნაციონალიზმი, გარდა საქართველოსი. ერთადერთი ღირებულება არის საქართველო, ქართული კულტურა, იესო ქრისტე. ამის გადარჩენაა ყველაფერი და დანარჩენი ყველაფერი არის მოგონილი. კარგია, რაც ემსახურება საქართველოს, ქართველი ერის, ქართული ენის და ქრისტიანულ-ქართული სამყაროს ინტერესებს და რაც მას ეწინააღმდეგება, ყველაფერი ცუდია“- განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა

მსგავსი სიახლეები.

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

55 წთ წინ2 წთ
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება… პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს

1 სთ წინ2 წთ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა

4 სთ წინ1 წთ