თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

SOCIS-ის კვლევის თანახმად, უკრაინელების 50.5% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე ძალიან მაღალია, ხოლო 56.9% პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს აკისრებს – არჩევნების შემთხვევაში კი, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან მარცხდება

SOCIS-ის კვლევის თანახმად, უკრაინელების 50.5% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე ძალიან მაღალია, ხოლო 56.9%…

ორგანიზაცია SOCIS-მა უკრაინაში არსებული განწყობების შესახებ მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ წარადგინა ყოველთვიური კვლევის, „ბარომეტრი -2026 წლის აგვისტო“, ახალი შედეგები, რომლებიც უკრაინაში არსებულ ზოგად სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციას, საზოგადოებრივ განწყობებსა და მოსახლეობის პოლიტიკურ უპირატესობებს ასახავს.

სოციოლოგიური გამოკითხვა რამდენიმე საკვანძო პუნქტს მოიცავს: ქვეყნის განვითარების ვექტორს; კორუფციას; არჩევნებს და პოლიტიკურ რეიტინგებს; საგარეო პოლიტიკურ კურსს; და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყანაში კორუფციის დონეს კრიტიკულად აფასებს. კერძოდ, უკრაინელების 50.5% მიიჩნევს, რომ კორუფციის დონე ძალიან მაღალია, ხოლო 39.8%-ის შეფასებით- მაღალი. (ჯამში 90.3%). მხოლოდ 7.9% თვლის, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე საშუალო ან დაბალ დონეზეა.

რაც შეეხება, კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონის შენარჩუნებაზე, რესპონდენტთა 56.9% პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს აკისრებს.

ასევე, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა. გამოკითხვის თანახმად, თუ ზელენსკი მეორე ტურში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ელჩს ვალერი ზალუჟნის დაუპირისპირდება, ის 33,8%-ს დააგროვებს, ხოლო ზალუჟნი – 66,2%-ს.

თუ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი ოფისის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს დაუპირისპირდება, ის ხმათა 39,7%-ს მიიღებს, ხოლო ბუდანოვი – 60,3%-ს. ზელენსკის კიდევ ერთ სავარაუდო მეტოქედ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი განიხილება.

გამოკითხვის თანახმად, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი ბუდანოვს დაუპირისპირდება, მოქმედი პრეზიდენტი ხმათა 36,2%-ს მიიღებს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი – 63,8%-ს.

გამოკითხვა 28 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 000-მა ადამიანმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

20 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

20 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

21 სთ წინ2 წთ