— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

სომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება

სომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის…

სომხეთში ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს – მას უცხო სახელმწიფოების ოფიციალურ პირებთან შეხვედრა და მათთვის “სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების უზრუნველყოფისკენ” მოწოდება ედება ბრალად.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩალაბიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის “სომხეთის რეფერენდუმის” წევრია, ოთხშაბათს დააკავეს.

მედიის ცნობით, ჩალაბიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით, დაკავების მიზეზი ჩალაბიანის მიერ 2026 წლის მაისში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები გახდა, სადაც ის სხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.

“დაარწმუნა და წააქეზა ისინი, გამოეყენებინათ თავიანთი სამსახურებრივი და მთავრობის უფლებამოსილებები და გავლენა სომხეთის მოქალაქეების საარჩევნო უფლებების თავისუფალი განხორციელების ხელშესაშლელად”, – აცხადებს უწყება.

გამოცემა Civilnet კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ჩალაბიანმა უცხოელ ოფიციალურ პირებთან შეთანხმებას მიაღწია, რათა “ამ ქვეყანაში მყოფი სომეხი დასაქმებულები” ეიძულებინათ, ჩასულიყვნენ სომხეთში და ხმა მიეცათ “ძლიერი სომხეთის ალიანსისთვის” – ოპოზიციური ჯგუფისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად არ სახელდება ის ქვეყანა, რომელსაც ჩალაბიანი ეწვია, სომეხი ოფიციალური პირები და ადგილობრივი მეთვალყურეები 7 ივნისის არჩევნებამდე აფრთხილებდნენ საზოგადოებას შესაძლო ჩარევის შესახებ.