საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად პასუხობს სკოლამდელი აღსაზრდელების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხო გარემოში განვითარების მოთხოვნებს
განახლებულ შენობაში მოწყობილია სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება
პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 2.4 მილიონი ლარი გამოყო




