— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის წმინდა კირილეს და მეთოდის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დოქტორ დუშკო ნედელკოვსკიმ და ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ კვლევებს, სამეცნიერო პუბლიკაციების გაცვლას, პერსონალის მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს, საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ორმხრივ მონაწილეობას, ასევე, თანამედროვე კვლევითი მეთოდების დანერგვასა და ცოდნის გაზიარებას სოფლის მეურნეობის სფეროში“, – აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

მხარეები აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციური კვლევების განვითარებას, ცოდნის გაცვლას და თანამედროვე აგროსამეცნიერო მიმართულებების გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ორივე ქვეყნის გამოცდილებას და მეცნიერულ პოტენციალს.

ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებმა წილკანში მდებარე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიულ ბაზა დაათვალიერეს, სადაც ადგილზე გაეცნენ ქსოვილის კულტურის (In-Vitro) ლაბორატორიას, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიას და სერტიფიცირების ლაბორატორიას. ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე კვლევები და მიღწევები.

სტუმრები ჯიღაურას ბაზაზეც იმყოფებოდნენ, სადაც დაათვალიერეს საკოლექციო ვენახი და ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას. ვაზისა და ღვინის საგამოფენო სივრცეში ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების შესახებ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ